მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში, კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანი გაიხსნა.
ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაციას, მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ნავერიანი, მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე, თვითმმართველობის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ თამარისის კომბინირებული მოედანი რიგით მე-6 სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც მარნეულის მერიამ, მიმდინარე წლის განმავლობაში განახორციელა.
პროექტის ფარგლებში, თამარისის საჯარო სკოლის მიმდებარედ, დაახლოებით 600 კვადრატული მეტრის ფართობის სპორტული მოედანი მოეწყო, სადაც დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, მოეწყობა ტრიბუნა და გარე განათების სისტემა.
პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით 80 000 ლარი დაიხარჯა.