თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე "სენტას" ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარი იყო.
ადგილობრივები აცხადებენ რომ აფეთქების ხმა გაიგეს.
ცეცხლი შენობაში გაჩნდა და მალევე გავრცელდა. შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.