გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირე, ორი პირი დაჭრეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ერთ ერთ ღამის კლუბში მოხდა, რის შემდეგაც კლუბის გარეთ გადაინაცვლეს.
დაშავებულებს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ორივე დაჭრილი სავადმყოფოში გადაყვანისას კონტაქტური იყო.
პილიციას ბრალდებული ჯერ არ დაუკავებია. გამომძიებლები მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებს ამ წუთებშიც სწავლობენ.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით დაიწყო.
შსს-ში ამბობენ, რომ საქმესთან დაკავშირებით მინდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
ფოტო რეალობას არ ასახავს.