ვინ არიან ტბაში გარდაცვლილი ახალგაზრდები

2019-12-04 12:49:38

ჯანდარის ტბაზე დაღუპული მამაკაცები ნათესავები, ერთმანეთისთვის სიძე და ცოლისძმა იყვნენ.

26 და 21 წლის ახალგაზრდები 3 დღის ძებნის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დღეს გარდაცვლილები ნახეს.

გიორგი ქველაძისა და ირაკლი ბოჭოიძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცები ჯანდარის ტბაზე სანადიროდ წავიდნენ. ოჯახის წევრებმა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდები დაიკარგნენ, თავად გაასაჯაროვეს მამაკაცების ფოტოები და ტბის  მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას, ასე­ვე თვითმხილ­ვე­ლებს, რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ციის ქონის შემთხვევაში, დაკავშირების თხოვნით მიმართეს.

26 და 21 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი, ჯან­და­რის ტბა­ზე 2 დე­კემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 13:00 სა­ათ­ზე და­ი­კარ­გნენ. მათი სამძებრო სამუშაოები 3 დღის განმავლობაში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.