რუსთავში ახალი საწარმო აშენდება [video]

2019-11-29 20:15:17

რუსთავში, ე.წ. კუზიანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება - ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. [ვიდეო/video]

საწარმოში, 50 ადგილობრივი, მოკავშირე კომპანიებიდან კი 100 ადამიანი დასაქმდება.

"საწარმოში, ეკოლოგიურად სუფთა პროცესის შედეგად, რეგენირებული ტექნიკური ზეთის, შემდეგ ექპლუატაციაში დაბრუნდება მოხდება. ეს ეხება, როგორც ეკოლოგიას, ასევე ეკონომიკას საქართველოში, რადგან არ არსებობს პრეცედენტი და ჩვენ ვიქნებით პირველები", - განაცხადა კომპანია "ეკო ოილის" თანადამფუძნებელმა სამირ ალაჰვერდიევმა.

შექმნის თუ არა საწარმო ეკოლოგიურ პრობლემებს ქალაქში, კითხვას საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა უპასუხა და განაცხადა, რომ: - "რუსთავში არის საკმაოდ ცუდი მდგომარეობა ამ მიმართულებით და ქალაქს არ სჭირდება დამატებითი პრობლემები. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იქნა გათვალისწინებული, ჩვენ მოვიძიეთ და გვაქვს გზშ. გეტყვით, რომ ამ ადამიანებმა წარმოადგინეს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც არის გარანტი იმისა, რომ ეკოლოგია არ დაბინძურდება, აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს უფლება წარმოებას შევუშალოთ ხელი".

საწარმოს მშენებლობისთვის, საწყის ეტაპზე, კომპანია დაახლოებით, 1 000 000 $-ის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო სამომავლოდ 5 000 000-მდე გაიზრდება.


ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები