რუსთავში, ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რუსთაველ კალიგრაფთან 19 წლის ნიკა ღუნაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქვემო ქართლის მასშტაბით ჩატარებული კალიგრაფიის ყოველწლიურ კონკურსში I, II და III ადგილებზე გასულ კონკურსანტებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
კალიგრაფიის ყოველწლიურ კონკურსს 2011 წლიდან რუსთაველ მოსწავლეებს შორის ყოველწლიურად ატარებდა სკოლა „ლაზარე".
კონკურსის დამფუძნებლები და ხელმძღვანელი პირები სკოლა "ლაზარეს" დირექტორი ნუგზარ მაისურაძე, კალიგრაფები დავით და თეონა მაისურაძეები და ხელოვნებათმცოდნე ლელა შიუკაშვილი არიან.
2016 წლიდან ორგანიზატორებს შეუერთდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი და მას შემდეგ კონკურსი მთელი რეგიონის მასშტაბით ტარდება.