ავტოსაგზაო შემთხვევა მაგისტრალზე

2019-11-20 00:05:31

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ავარიის შედეგად ქვეითი დაშავდა.

დაშავებული 50 წლამდე მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. კლინიკაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისთვის მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.