რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მამაკაცი ველოსიპედებს რუსთავში, ეზოებიდან, სადარბაზოებიდან და აივნებიდან იპარავდა.
30 წლამდე მამაკაცი პოლიციამ XVII მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა, ნივთმკიცებად კი ველოსიპედი ამოიღეს.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.