რუსთავში მანქანა აფეთქდა [video]

2019-11-20 12:28:23

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით "მერსედესის" მარკის ავტომობილში ბუნებრივი აირი დაგროვდა, რამაც მანქანის აფეთქება გამოიწვია.

შემთხვევის დროს დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა. აფეთქებისას დარტყმის ძალა ისეთი ძლიერი იყო რომ მანქანამ დეფორმაცია მიიღო.

მძღოლი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.