ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2019-11-20 00:28:32

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. [ვიდეო/video]

მეგობრობის გამზირზე ერთმანეთს "ჰიუნდაისა" და "მიცუბიშის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

ავარიის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, 60 წლის ქალი და ორი 18 წლის გოგონა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჯები.

2 დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში, ხოლო 1 კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.

პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.