ბაგა-ბაღების გაერთიანების განცხადება

2019-11-19 20:27:41

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ ბაღებში აღსაზრდელების თავისუფალი დასწრება გამოაცხადა.

"მშობელთა საყურადღებოდ! გაგრძელდა თავისუფალი დასწრება ბაღებში თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, დეკემბრის ბოლომდე", - წერია განცხადებაში.

მერიის აპიში აცხადებენ რომ გაითვალისწინეს მშობლების მოთხოვნა და თავისუფალი დასწრება წლის ბოლომდე იქნება.