ავარია რუსთავში

2019-11-19 18:38:36

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში.

თოდრიას ქუჩაზე ზებრა გადასასვლელთან ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები დაეჯახნენ.

ტოიოტას მარკის ავტომობილი დოჯის მარკის ავტომობილს უკნიდან შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.