რუსთავის მერია საახალწლოდ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ვეტერანებისთვის და მოხუცთა სახლის ბენეფიციარებისთვის საახალწლო ნობათების დარიგებას გეგმავს, რის გამოც, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ელექტრონული ტენდერი მიმდინარე წლის 18 ნოემბერს გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ტკბილეულის ჩამონათვალი ასეთია: მინი რულეტების შეფუთული ნაკრები, რძიანი შოკოლადის მინი ბატონების შეფუთვა, კაკაოს ორცხობილების ნაკრები , მინი კრუასანების ნაკრები, ბისკვიტების ნაკრები, მინი კრუასანი ვანილის კრემით, რძიანი შოკოლადის დრაჟეების შეფუთვა.
,,სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, ვეტერანებსა და მოხუცთა სახლებს შობა- ახალ წელს სასაჩუქრე სახით ტკბილეული დაურიგდებათ. აღნიშნულ საჩუქრებს ის პირები მიიღებენ, რომელებიც ბენეფიციართა კატეგორიაში ჯდებიან"- განაცხადა ინფო რუსთავთან საუბრისას მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა ნინო ქვირიამ.
მერია აღნიშნულ პროგრამაში 12 958 ლარის დახარჯვას აპირებს.