რუსთაველი ფეხბურთელი ნაკრებში გამოიძახეს

2019-11-20 17:25:43

რუსთაველი ფეხბურთელი გიორგი რეხვიაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.

ეროვნული ნაკრები ბოლო ორ თამაშს დაცვის ხაზში დანაკლისით შეხვდა. სწორედ ამიტომ ნაკრებს, საფეხბურთო კლუბ ,,საბურთალოს'' მცველი გიორგი რეხვიაშვილი შეუერთდა.

რუსთაველი ფეხბურთელის სადებიუტო მატჩი ეროვნულ ნაკრებში 2017 წელს შედგა, სადაც ნაკრები უზბეკეთს ხვდებოდა, ფეხბურთელმა მინდორზე 90 წუთი გაატარა და შეხვედრა 2:2 დასრულდა. რუსთაველი ფეხბურთელი ცენტრალური მცველია, თუმცა ხშირად უთამაშია მარცხენა განაპირა მცველადაც.

გიორგი რეხვიაშვილის სპორტული კარიერა რუსთავის "მეტალურგში" დაიწყო, შემდეგ იყო თბილისის "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა".

ჩიხურაში წარმატებული სეზონის შემდეგ ის თურქეთის პირველი ლიგის კლუბ "ბოლუსფორში" გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო იქ შესაძლებლობები ვერ გამოავლინა. თურქეთის შემდეგ რეხვიაშვილმა სპორტული კარიერა ისე საქართველოში გააგრძელა. თბილისის "ლოკომოტივში" ქართველი სპორტსმენი 1 წლის განმავლობაში თამაშობდა. 

30 წლის მცველს წარმატებული კარიერა ჰქონდა საბერძნეთის სუპერლიგის ბინადარ „ლევადიაკოსშიც“.

ამჟამად რეხვიაშვილი საქართველოს მოქმედი ჩემპიონის "საბურთალოს" მთავარი მცველია. რუსთაველმა სპორტსმენმა „საბურთალოს“ ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა.