"#27 ბაღში გათბობა არ არის ჩართული და არც იციან როდის ჩართავენ" - აღნიშნულის შესახებ "ინფო რუსთავს" რამდენიმე მშობელმა აცნობა და საკითხის გარკვევაში დახმარება სთხოვა.
"ინფო რუსთავს" ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა, რომ რუსთავის ყველა ბაღში გათბობა ჩართულია.
"ცენტრალური გათბობები არსად არ გვაქვს, თუმცა ლოკალური გათბობა ყველა ბაღში ჩართულია. გათბობა, რაც იყო ყველა ბაღში ე.წ. კარმა ყველგან ჩართულია. ღამე გამათბობლებს ვთიშავთ, დილით ბავშვი, რომ მიიყვანეს შეიძლება, ისეთი ტემპერატურა არ დახვდათ, მათ რომ უნდათ. ახლა ჩართულიც არის და ყველაფერი გამართულია. სანამ გაზის გამათბობელს ჩავრთავდით მანამდე ელექტროგათბობაც ჩართული იყო", - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.