რუსთავში, XII მიკრო რაიონში, ცეკვის სტუდიის დანგრევა დაიწყეს.
როგორც უკვე ცნობილია, შენობის ნახევარი მხარე ხანძრის შედეგად დაიწვა, ნახევარის დანგრევა კი უკვე დაიწყეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ადგილზე ახალი სასტუმრო აშენდება.
პროექტის ავტორმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რომ კომპლექსში კინოთეატრი, ყინულის მოედანი, საცეკვაო დარბაზი, რესტორანი და კომერციული ფართები განთავსდება. ასევე მოეწყობა მწვანე სივრცეები.
მთავარი შენობა, რომელიც სასტუმროს ფუნქციას შეითავსებს, 8 სართულიანი იქნება.
კომპლექსი ძირითადად 2 ობიექტისგან შედგება და ორივე შუშის ვიტრაჟიანია, ტერიტორია გარშემო კონსტრუქციით შემოისაზღვრება.
კომპლექსის არქიტექტურა ორიგინალური და განსხვავებულია. ნახეთ ფოტოები.