რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება

2019-11-11 11:31:11

რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება. ამ ეტაპზე მეგობრობის გამზირზე პროცესის დასაწყებად წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟი ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყება და ეტაპობრივად მთელს ქალაქს მოიცავს.

სამუშაოებს აიიპ "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს. როგორც სამსახურში აცხადებენ, რუსთავი 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს მეტად მორთული შეხვდება.

რუსთავის მერია, ტრადიციულად, საახალწლოდ ქალაქის მორთვას ნოემბრის შუა რიცხვებიდან იწყებს და დეკემბრის თვეში ასრულებს.