ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალ სამგორში. [ვიდეო/video]
ერანეთს "ოპელის" მარკის ავტომობილი და " სამთვალა მოტოციკლი" დაეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავდა 57 წლის მამაკაცი, რომელიც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს - " ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მიმდინარეობს კლინიკურ-ლაბორატორული კვლევები. პირველადი დათვალიერებით იკვეთება თავის ტრამვა, შემდგომი მონიტორინგის მიზნით პაციენტი მოთავსდება ემერჯენსის განყოფილებაში".
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.