“ევროპული საქართველოს” წევრის ნინო იმედაშვილის განცხადებით, რუსთავის მე-2; მე-3 და მე-16 საჯარო სკოლებში გათბობის სისტემა ამ დრომდე არ არის ჩართული.
იმედაშვილის ცნობით, სკოლებში გათბობა 15 ნოემბრამდე არ ჩაირთვება, რაც მისი თქმით, “საბჭოთა პერიოდშიც” არ ხდებოდა.
"ხელისუფლება დაჩქარებული წესით, პირდაპირი შესყიდვის მოთხოვნით 85 000 ლარამდე დახარჯავს. ამხელა თანხის პირდაპირი შესყიდვით მიზეზად დასახელებულია ზამთრის მოახლოება. ზამთარი ყოველ წელს მოდის, უნდა დაგეგმო, რომ არასაჯარო და გაუმჭირვალე პროცესში ამხელა თანხა არ დახარჯო, რადგან ეს ზრდის კორუფციის და თანხების არაეფექტურად ხარჯვის რისკს.
ტენდერის გარეშე შესყიდვა არის მინიმუმ დაუდევრობა ჩვენი გადასახედებით შევსებული ბიუჯეტის ფულის მიმართ" - აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრის ნინო იმედაშვილი.
ასევე ოპოზიციური პარტიის წევრი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს რომ - "თუ აიღეთ პასუხისმგებლობა უხელმძღვანელოთ ქალაქს წინასწარ უნდა დაგეგმოთ და თადარიგი დაიჭიროთ, თუ არ შეგიძლიათ მაშინ არავინ გაძალებთ იყოთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები".
"ინფო რუსთავს" მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურიში განუცხადეს, რომ სკოლებიდან რა დროსაც მოხდა პროექტირების შეტანა მაშინვე მოახდინეს რეაგირება. გამომდინარე იქიდან, რომ ახლოვდება ზამთარი, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება სამუშაოების დროულად დაწყების. თუმცა, აღნიშნული გარემოების გამო სკოლები გათბობის გარეშე არ რჩება.