რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საავტომობილო საცობია.
ავტომობილები შეზღუდულად გადაადგილდებიან და მგზავრები უკვე 1 საათია საცობში არიან.
მაგისტრალზე გადათვირთული მოძრაობა რესტორან "მარაბდიდან" იწყება და ქვემო ფონიჭალამდე გრძელდება.
"ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ საავტომობილო საცობი, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის წარმოებულმა სამუშაოებმა გამოიწვია.