რუსთავში, საშემოდგომო ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სეზონური ყვავილები ირგვება.
გამწვანების სამუშაოები, ამჟამად, რუსთვის მერიის წინ, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს. რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები საყვავილე თარგებში "ვიოლას" რგავენ.
შეგახსენებთ, რომ გამწვანებული ტერიტორიების მოვლა – პატრონობას საკუთარი რესურსით "რუსთავსერვის ცენტრი" უზრუნველყოფს.