"ფერადი შემოდგომა" სკოლა ჩირაღდანში [ვიდეო/video]
სკოლა ჩირაღდანში ტრადიციული შემეცნებითი ღონისძიება "ფერადი შემოდგომა" გაიმართა.
ღონისძიების მიზანია მოსწავლეებმა უკეთ გაიცნონ საქართველოს კუთხეები. თეატრალიზებულ წარმოდგენაში მონაწილეობას სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები იღებენ. მოსწავლეები ეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის ადათ-წეს, ისტორიას, ჩაცმულობას, დიალექტს, სამზარეულოს, სტუმრის დახვედრის წეს და სხვა.
"ყველა კლასი ყოველ მომდევნო წელს წარმოაჩენს საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. სკოლაში სწავლის პერიოდში მოსწავლე მთლიანად ეუფლება ყველა კუთხის სიდიადის აღქმას. მას ემატება წლის მანძილზე გასვლითი ექსკურსიები და მთლიანობაში მოსწავლე აღივსება მამულის სიყვარულით", - განაცხადა სკოლის დირექტორმა დავით კაპანაძემ.