სიგარეტი კიდევ გაძვირდა

2019-11-03 13:15:05

ზოგიერთი დასახელების სიგარეტი კიდევ გაძვირდა. კერძოდ, საუბარია “ფილიპ მორისის” მიერ შემოტანილ ისეთ ბრენდებზე როგორიცაა: „Philip Morris-ი“, “პარლამენტი“, „Marlboro“, „L&M-ი“ და ა.შ. აღნიშნული პროდუქციის ფასი 20 თეთრით გაიზარდა.

თუმცა ზოგიეთ მარკეტში, აღნიშნული დასახელების სიგარეტები 30 თეთრითაცაა გაძვირებული.

როგორც „ინფო რუსთავს“ რუსთავის ერთ-ერთ მაღაზიაში განუცხადეს, უახლოეს მომავალში გაძვირება ყველა დასახელების სიგარეტს შეეხება.

თამბაქოს ფასის ზრდა, გამოიწვია საგადასახადო კოდექსში შესულმა ცვლილებებმა. 1-ლი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა. რის შედეგადაც, კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ.  ამასთან, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტის 1 კოლოფზე აქციზი 1.7 ლარია.