რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, #17 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციელებმა ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებული, სწორედ იმ დროს დააკავეს, რა დროსაც მამაკაცი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას ცდილობდა.
მომხდარზე გამოძიება, სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.