მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია თავიდან იწყება

2019-11-01 17:55:52

მშვიდობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორშაბათიდან, თავიდან დაიწყება - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 1 კილომეტრიან მონაკვეთზე, გზის ძველი საფარის მოხსნა და ახლით ჩანაცვლება მოხდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "ენკა" შეასრულებს.

"ორშაბათიდან დაიწყება რეაბილიტაცია. პირველ რიგში მოხდება საფარის მოხსნა, ექსკალაცია და შემდეგ ახალი საფარის დაგება. სირთულეები შეისაძლოა შექმნას ამინდმა, მაგრამ ამ დღეებში არის ნორმალური ამინდი და არ მგონია პრობლემები შეიქმნას", - განაცხადა შემსრულებელი კომპანიის დირექტორმა ავთანდილ თვალიაშვილმა.

კომპანიამ სამუშაოები 40 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას, ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ: - "მშვიდობის ქუჩის ერთ მონაკვეთზე ველოდებით ექსპერტის პასუხს. ექპერტი, რომ დაასრულებს სამუშაოს გვეტყვის რა სამუშაო დასჭირდება გზას და რა ღირებულების"

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 700 000 ლარია გამოყოფილი.