როდის აღდგება წყლის მიწოდება რუსთავში

2019-10-30 22:37:05

რუსთავში, რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება შეზღუდულია.

მოსახლეობის ნაწილი "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა და სთხოვა წყლის მიწოდების დრო გაერკვია.

კომპანია "რუსთავის წყალში" განაცხადეს რომ ავარიული დაზიანების გამო რუსთავში რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება შეზღუდულია. აბონენტებს წყლის მიწოდება 23:00 საათიდან აღუდგებათ.