ანტისანიტარია და შავი კვამლი [video]

2019-10-30 19:45:32

რუსთავიდან 3 კილომეტრის დაშორებით, სამედიცინო ნარჩენებს, რომელიც კანონმდებლობით სახიფათო ნარჩენების კატეგორიას მიეკუთვნება, ღია ცის ქვეშ ანადგურებენ. ტერიოტორიაზე შეინიშნება მიწაში ჩაფლული და ასევე ღია წესით დაყრილი სამედიცინო ინვენტარიც. [ვიდეო/video]

მიმდებარე ტერიტორიაზე სამედიცინო საშუალებების მძაფრი, გაუსაძლისი სუნი იგრძნობა. თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაწესებულება ნარჩენების გაუვნებელყოფას წესის დაცვით ახდენს.

მართალია, დაწესებულებაში განაცხადეს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური მათ ფუნქციონირებას აკონტროლებს, თუმცა ფაქტი ერთია, ის, რაც შპს "ეკოლოგის" ტერიტორიაზე ხდება, შესაძლებელია სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების გავრცელების მიზეზი გახდეს.

მსგავსი ტიპის ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარით იწვევს.