რუსთავში 3 მამაკაცი დააკავეს [video]

2019-10-30 15:32:44

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული გ. ლ., 1999 წელს დაბადებული ი.კ. და 1999 წელს დაბადებული გ.ჩ. ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. [video/ვიდეო]

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რუსთავში, რესტორან "მადაგონში", უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორნის მუსიკოსს. [ვიდეო/video]

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.