"ინფო რუსთავმა" დააზუსტა კონკრეტულად საიდან მოდის უსიამოვნო სუნი რუსთავში [ვიდეო/video]
სააგენტომ მოიპოვა ვიდეო რომელშიც ჩანს ავზი საიდანაც უსიამოვნო სუნი მიმდებარე ტერიტორიაზე ვრცელდება და შემოდის რუსთავში.
კადრებში ასევე გარკვევით ჩანს რომ აღნიშნულ ლოკაციაზე სამუშაოები ჩვეულ ტემპში მიმდინარეობს.
საწარმოს დირექტორმა "ინფო რუსთავთან" შეხვედრა არ ისურვა და შესაბამისად ჩვენ ოფიციალურად არ ვიცით დაამონტაჟეს თუ არა ახალი ტექნიკა საწარმოში, თუმცა არაოფიციალურად გავარკვიეთ რომ ტექნიკა ჯერ არ დამონტაჟებულა და სავარაუდოდ დაახლოებით 1 კვირაში დამონტაჟდება.
არსებული ინფორმაციით ახალი ტექნიკის დამონტაჟების შემდეგ ქალაქში უსიამოვნო სუნის შემოდინებამ მნიშვნელოვნად უნდა იკლოს.