რუსთავში, მეტალურგიულ ქარხანაში მამაკაცი დაშავდა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მუშა სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც საწარმოო ტრავმა მიიღო.
სააგენტოს ერთერთმა თანამშრომელმა აცნობა რომ, მამაკაცს ფეხის არეში არმატურა მოხვდა და ღრმა ჭრილობა მიიღო.
დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"საშუალო ასაკის მამაკაცია, მუხლის მიდამოში აქვს დაზიანება. მამაკაცს პირველადი გადაუდებელი დახმარება აღმოუჩნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ტრავმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის", - განაცხადა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა.
"ინფო რუსთავი" დეტალების გასარკვევად მეტალურგიული ქარხნის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო.