ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2019-10-29 18:23:47

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე, VII მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ერთმანეთს "ნისანისა" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცის ეკიპაჟი.