დეპუტატი მგზავრებს უფასოდ ემსახურება

2019-10-28 19:11:35

საქართველოს პარლამენტის წევრი მამუკა ჩიქოვანი #დაიმგზავრე - რუსთავი => თბილისი ან თბილისი => რუსთავი კამპანიაში ჩაერთო.

ჩიქოვანმა რუსთაველებისთვის ერთ-ერთ პოპულარულ ჯფუფში დაპოსტა: 8 საათისთვის რუსთაველის გამზირიდან მივდივარ რუსთავში, 3-4 ადამიანი შეემიძლია გაგიყოლოთ. მომწერეთ ან აქ კომენტარებში ან პირადში - წერს ჩიქოვანი სოც.ქსელში.

მამუკა ჩიქოვანმა "ინფო რუსთავთან" განაცხადა რომ - "მივესალმები ამ წამოწყებას, მსგავსი გვერდები და ჯგუფები ევროპაში არსებობს და გამიხარდა რომ ერთმანეთის დახმარებას რუსთაველებიც შევძლებთ. დღეს ვეცდები დავეხმარო იმ მგზავრებს რომლებიც რუსთავში დაბრუნებას დროულად ვერ ახერხებენ."