3 აფეთქება და ხანძარი 1 დასახლებულ პუნქტში [photo]

2019-09-28 12:04:59

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასახლებულ პუნქტში, ერთამენეთის ახლომდებარე 3 სხვადასხვა საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. გარდა ამისა, იმავე დასახლებულ პუნქტში, ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში.

საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახურში ერთდროულად 5 გამოძახება შევიდა, გამოძახებები ერთი და იგივე მისამართიდან დაფიქსირდა.

ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქება დახვდათ, ის რამდენიმე წუთაიანი ინტერვალით იყო დაშორებული მეორე აფეთქებასთან, მალევე ცეცხლი გაჩნდა ახლომდებარე საცხოვრებელ სახლში და მესამე აფეთქება მოხდა საცხოვრებელ კორპუსში. აღნიშნული მოვლენები დასახლებულ პუნქტში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში განვითარდა.

აფეთქების შედეგად, რომელთან დაკავშირებითაც, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება პირელად შევიდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა, 1 კი მძიმედ დაშავდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

მეორე შემთხვევაში საქმე გაზქურაზე დარჩენილ სადილთან გვაქვს. სწორედ ეს სახელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აფეთქების გამომწვევ მიზეზად. ჩვენი ინფორმაციით, ღია ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.

მესამე აფეთქება, იმავე დასახლებულ პუნქტში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მიწისქვეშა ელექტრონულ სადენზე ცეცხლის გაჩენამ გამოიწვია, ღია ცეცხლი და შენობის ნგრევა აფეთქებას არ მოჰყოლია.

საერთო ჯამში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ერთ ზონაში მომხდარი 3 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აფეთქებისა და საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 2 ადამიანია გარდაცვლილი და 3 დაშავებული. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ჟურნალისტებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ექიმების თქმით, მას გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება.  ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის 15 ეკიპაჟი.
ამ დროისთვის დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის არ არიან ბავშვებია.

თავდაპორველად გაჟღერდა ვერსია, რომე შესაძლებელია საქმე ყოფილიყო ტერორისტულ აქტთან, თუმცა მოგვიანებით ოფიციალურ უწყებებში აღნიშნული ვარაუდი უარყვეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, საქმე გვაქვს ერტმანეთისგან დამოუკიდებელ შემთხვევებთან. თუმცა, მას არ გაუკეთებია დამაჯერებელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რამ მისცა ამის საფუძველი.
ამ დრომდე არაგ=ფერს ამბობენ თბილისის მერიაში. მიუხედავად იმისა, რომე მესამე აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია, ჯერჯერობით არ მომხდარა შეფასება, ვარგისია თუ არა საცხოვრებლად აღნიშნული შენობა. ამ დრომდე სამივე შემთხვევის შდეგად გარეთ დარჩენილი ადამიანების დაბინავება არ მომხდარა,.