გუშინ გვიან ღამით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
დაშავებულები "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.