დიდი რიგი რუსთავში, მომსახურების სააგენტოსთან

2019-10-27 11:44:43

დიდი რიგი რუსთავში, მომსახურების სააგენტოსთან. ავტომობილების მესაკუთრეები საათობით დგანან რიგში.

მყიდველები დროულად ვერ სარგებლობენ სერვისით. რიგები ავტობანიდან იწყება და სააგენტოსთან მთავრდება.

"ინფო რუსთავს" შსს-ს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს რომ - "მიმდინარე წლის 2 მარტიდან მომსახურების სააგენტომ ტაქსის ლიცენზიის მქონე იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც აქვთ ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვალდებულება სარეგისტრაციო მოწმობის უფასოდ შეცვლა დაიწყო. მოქალაქეების ნაწილმა მომსახურების სააგენტოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მომართა, რამაც მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა და რიგები გამოიწვია."

სააგენტოში ასევე აღნიშნავენ რომ ავტომობილის არცერთი მფლობელს შესაბამისი მომსახურების გარეშე არ დარჩენილა.