საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
16 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა "ილიას ბაღში" – 1.2-ჯერ, ქ.რუსთავში - 2-ჯერ, ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში - უმნიშვნელოდ, 22 ოქტომბერს "ილიას ბაღში" – 1.3-ჯერ, ხოლო ქ.რუსთავში - 2-ჯერ. სინოპტიკური სიტუაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა შემდეგ დღეებში: 17 ოქტომბერს ვარკეთილში – 1.2-ჯერ, "ილიას ბაღში" – 1.4-ჯერ, წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე - 1.1-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.1-ჯერ, ვაშლიჯვარში -უმნიშვნელოდ, 18 ოქტომბერს წერეთლის გამზირსა და "ილიას ბაღში" – 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირე - 1.1-ჯერ, ვარკეთილში – 1.2-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.1-ჯერ, 19 ოქტომბერს წერეთლის გამზირსა და ვაშლიჯვარში - 1.1-ჯერ, ყაზბეგის გამზირე - 1.2-ჯერ, ვარკეთილში – 1.3-ჯერ, "ილიას ბაღში" – 1.7-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.3-ჯერ, 20 ოქტომბერს წერეთლის გამზირე - 1.1-ჯერ, ყაზბეგის გამზირე - 1.3-ჯერ, "ილიას ბაღში" – 1.6-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.3-ჯერ, ვარკეთილში - უმნიშვნელოდ, 21 ოქტომბერს ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში – 1.1-ჯერ, "ილიას ბაღში" – 1.5-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.2-ჯერ, ხოლო წერეთლის გამზირზე - უმნიშვნელოდ.