რუსთავის 4 კერძო ბაღს გაზი ჩაუჭრეს

2019-10-24 00:00:00

რუსთავის 4 კერძო ბაღს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ერთ-ერთ კერძო ბაღში ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლებმა ბაღებში გაზ დანადგარები ჩაჭრეს მიზეზად კი ახალი რეგულაციები დაასახელეს.

"გამოგვარჩიეს 4 კერძო ბაღი და ჩაგვიჭრეს გაზი დღის ბოლომდე დაველოდებით და თუ გაზის მიწოდება არ აღდგება ხვალიდან ბაღის თანამშროლები და მშობლები სოკართან აქციას გავმართავთ,"- განაცხადეს ერთ-ერთ კერძო ბაღში.

ინფო რუსთავი კომენტარისთვის სოკარ ჯორჯია გაზი კახეთის რუსთავის სერვის ცენტრს დაუკავშირდა სადაც განაცხადეს, რომ  გაზის დანადგარები სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო და ამიტომ მოხდა ქსელიდან გათიშვა.

"ველოდებით დირექტივას ხელმძღვანელობისგან, თუ გვეტყვიან, რომ უნდა აღვადგინოთ აღვადგენთ. ამ ეტაპზე პროცესი შეჩერებულია"- განაცხადეს კომპანიაში.