რუსთავში, XVII მიკრო რაიონში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით 44 წლის მამაკაცმა მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც 41 წლის ქალს სხვადასხვა სახის დაზიანება ჰქონდა მიყენებული.
მომხდარის გამო ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები გამოიძახეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ქმარმა ცოლს თავის არეში პლასტმასის ხელკეტით დაზიანები მიაყენა, ჩხუბის დროს დაშავდა მამაკაციც. სასწრაფოს ექიმებმა დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და მათი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა. პოლიციამ 44 წლის მამაკაცი ადგილზე დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.
დაკავებულის დედამ "ინფო რუსთავთან" განაცხადა რომ - "რძალი თურქეთში მიდიოდა ხოლმე სამუშაოდ, ისე რომ მეუღლემ არ იცოდა, ხან თვეობით, ხან ერთი წლით, მაგრამ ამ დროის მანძილზე შვილებს ფულს იშვიათად უგზავნიდა. 3 შვილს კი უპატრონოდ ტოვებდა, ჩემი შვილი იძულებული იყო წამოსულიყო სამსახურიდან და ეპატრონა შვილებისთვის. უთანხმოების და კონფლიქტის მიზეზიც ეს ხდებოდა ხოლმე" - აცხადებს დაკავებულის დედა.
"ინფო რუსთავი" დაკავებულის მეუღლესთანაც შეეცადა გასაუბრებას, მაგრამ მან კარი არ გააღო და ჟურნალისტის კითხვებს არ უპასუხა.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სიახლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.