საბერძნეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
შემთხვევა თესალონიკში, ლაგადას ტერიტორიაზე მაშინ მოხდა, როცა დაღუპულს არალეგალები გადაჰყავდა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, მანქანაში მყოფ არც ერთ პირს საბერძნეთში ყოფნის უფლება არ ჰქონდა.
ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა.