საქართველოში ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები’’ აღინიშნება.
რუსთავის მუნიციპალიტეტი მერიის ორგანიზებით, ევროპის მემკვიდრეობის დღეებს შეუერთდა. კულტურისა და დასვენების პარკში, ამფითეატრის სცენაზე, სამუსიკო სკოლების მოსწავლეთა კონცერტი გაიმართა.
"სამუსიკო სკოლების მონაწილეებმა ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს.
კონცერტის პარალელურად, ამფითეატრთან, რუსთაველი ბავშვების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო" - "ინფო რუსთავთან" საუბრისას კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მარიკა ფიროსმანაშვილმა განაცხადა.
ევროპის მემკვიდრეობის დღეები, ყოველი წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ შაბათ-კვირას ტარდება.
პროგრამა წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც ხელს უწყობს საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას.