რუსთაველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ლუკა ლომიძე დახმარებას ითხოვს.
შშმ პირის დედა რუსთავის მერიას ღია წერილით მიმართავს და საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან, ეტლით მოსარგებლეებისთვის შესაბამისი საცნობი ნიშანის დამონტაჟებას ითხოვს. ღია წერილი შშმ პირის მშობელმა ინფო რუსთავის ერთ-ერთ ჯგუფში გაავრცელა.
"ვითხოვ ეტლით მოსარგებლის ნიშანი გამიკეთოთ სადარბაზოს გამოსასვლელის წინ!!! იქნებ ამით მაინც რეაგირება მოვახდინო.
უზომოდ გამოუვალ მდგომარეობაში უკვე მოგმართავთ რუსთავის მერიას (იმ კონკრეტულ უწყებას ვისაც უშუალოდ ეხება ჩვენი პრობლემა) მყავს შშმ შვილი ეტლით მოსარგებლე. ძალიან აქტიური ყოველდღიური ცხოვრებით ვართ დატვირთული მე და ჩემი შშმ შვილი. (დღის ცენტრი,კოლეჯი,სამკურნალო რეაბილიტაციაზე სიარული) დღეში სამჯერ საშუალოდ გვიწევს ულიფტო ბინის მე-4 სართულიდან ფეხით წვალებით, ტანჯვით ჩასვლა-ამოსვლა კიბეებზე. ამის პრობლემის მიუხედავად გვემატება პრობლემა სადარბაზოდან გამოსვლის და შესვლის, რამეთუ მუდმივად გადაჭედილია მანქანებით (სადგომად არის გადაქცეული) სადარბაზოს გამოსასვლელი ადგილი,რომელიც კიდევ დიდ პრობლემას მიქმნის ბავშის გადაადგილებისთვის.
ყოველდღიურად წლებია მიწევს თუ თხოვნით, თუ კამათით მიმართვა როგორც ჩემი მეზობლების, ისე სხვა სადარბაზოს და კორპუსის მანქანის მქონე მეზობლებთან რომ დამიტოვონ ერთი თავისუფალი ადგილი სადარბაზოს გამოსასვლელთან და ნუ მიკეტავენ გზას, მაგრამ ვერანაირ ადამიანურ გაგებამდე ვერ მივედი. სხვისი ჭირის და ღობეს ჩხირის პოზიციაში ვართ..ძალიან გთხოვთ დახმარებას,"- ნათქვამია დედის მიერ დაწერილ წერილში.