რუსთავის ეკონომიკური ფორუმი 2019

2019-09-21 13:15:40

რუსთავქალაქობის ფარგლებში, "რუსთავის ეკონომიკური ფორუმი" 2019 გაიმართა.

ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში რუსთავს 6 სახელმწიფოდან 9 დამეგობრებული ქალაქის მერი და უცხოელი წარმატებული მეწარმეები ესტუმრნენ. შეხვედრა დელეგაციის წევრებისთვის რუსთავის ტურისტული პოტენციალისა და მოკლევადიანი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმის გაცნობას ისახავდა მიზნად.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი მეწარმეები.

ფორუმზე დამსწრეებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალაქ რუსთავის მოკლევადიანი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმა გააცნეს და რუსთავის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ესაუბრნენ. რუსთაველმა მეწარმეებმა წარმოადგინეს სტენდები და მოაწყვეს პრეზენტაციები, პრეზენტაციები გამართეს და კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს უცხოელმა მეწარმეებმაც. შეხვედრის ფარგლებში ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და მხარის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართეს.

ეკონომიკური ფორუმი 2019 რუსთავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა.