საოპერო მუსიკის საღამო რუსთავში

2019-09-20 20:58:01

რუსთავქალაქობის ღონისძიებების ფარგლებში რუსთავის დრამატულ თეატრში საოპერო მუსიკის საღამო გაიმართა.

მუსიკის საღამოზე მსმენელის წინაშე წარსდგნენ როგორც ქართველი, ისე ავსტრიელი მომღერლები - ირინა გაჩეჩილაძე, რუსუდან ბარბაქაძე, გიორგი კაჩინსკი, ფილიპე გრეჩულევიჩი, დიმიტრი შაფაქიძე.

სცენაზე შესრულდა სხვადასხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები. მსმენელი განსაკუთრებულ ოვაციებს და ემოციებს რუსთაველი საოპერო მომღერლის, რუსუდან ბარბაქაძის მიმართ გამოხატავდა.

დარბაზში მოწვეულ სტუმრებთან ერთად ქალაქის ხელმძღვანელი პირებიც იმყოფებოდნენ.