დღეს რუსთავის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს.
დეპუტატებმა რუსთავის მუნიციპალიტეტში განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ საკრებულოს 2014 წლის N226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხი სხდომაზე მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო -ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა პაპუაშვილმა წარადგინა. მისი განაცხადებით, მოდებაძის ქუჩაზე მდებარე შპს „ეკო ოილი“ რომელიც ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით, კერძოდ მისასვლელი გზით სარგებლობის უფლების მოთხოვნით შემოვიდა.
"ამ ორგანიზაციას ლიცენზიის მიღების დროს აღებული აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელზეც არის მინისტრის ხელმოწერა, თუმა ჩვენ გვაქვს მსგავსი შემთხვევები ქალაქში და გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულ ეკოლოგიურ რისკებთან შეიძლება გვქონდეს საქმე, ან არც გვქონდეს ასეთი რისკი, მაგრამ საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით ჩავთვალეთ საჭიროდ შევხვედროდით იმ ადამიანებს, ვინც ოფიციალურად აპირებს ბიზნესის დაწყებას და მათთან გვესაუბრა ამ რისკების შესახებ. ჩვენ როგორც მოსახლეობის ინტერესების დამცველი ადამიანები მეტად პასუხისმგებლები ვართ ამ საკითხზე, ამიტომ ეს საკითხი გავაჩერეთ" - "ინფო რუსთავთან" საუბრსას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ განაცხადა.
საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხი უკეთ შესწავლის მიზნით, რუსთავის მერიის ადმინისტრაციას უკან დაუბრუნდა.