"რუსთავქალაქობა 2019" [photo]

2019-09-20 14:43:57

"რუსთავქალაქობა 2019"-ის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მნთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებში და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მარათონი გაიმართა.

მარათონში გამარჯვებულებს, დიდების ხეივანში, მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

"დღევანდელი ღონისძიება ეძღვნებოდა საქართველოს ერთიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც თავიანთი ყველაზე ძვირფასი გაიღეს სამშობლოსთვის, შესწირეს თავი. აღნიშნული ღონისძიება ტარდება ყოველწლიურად, მეოთხე მექანიზებული ბრიგადა უდგას ამ ღონისძიებას სათავეში, ქალაქ რუსთავის მერიასთან ერთად. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რუსთავის მერს მხაქრდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. ეს ღონისძიება ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, იმდენად რამდენადაც ჩვენ მივაგებთ პატივს გმირულად დაღუპულ ვაჟკაცებს" - განაცხადა მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაური-პოლკოვნიკმა ვეფხვია ჩალაბაშვილმა.

სპორტული მარათონი, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ორგანიზებითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. 

"მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას თავდაცვის სამინისტროს. დღეს სტუმრად გვყვანან და მარათონი გაიმართა სამშვიდობო მისიებში დაღუპულ ჩვენი ქართველი ჯარისკაცების. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ქართული ჯარი ყველასთვის სათაყვანებელია. ძლიერი ადამიანები არიან და ყველა რუსთაველი ამაყობს, რომ "რუსთავქალაქობა" ამ სახით მოგვილოცეს. ეს დღე, რომელიც მათთან ერთად გავატარეთ ჩვენთვის ძალიან საამაყოა", - განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.