თურქეთში, ქურდობის ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. [ვიდეო/video]
როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, მამაკაცები ბოლუს სასამართლოში დასაქმებული 3 ადამიანის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შევიდნენ და გაქურდეს.
ქურდობაში ეჭვმიტანილები პოლიციამ ავტობუსის გაჩერებაზე დააკავა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულებმა საცხოვრებელი სახლებიდან დაახლოებით 50 000 ლირის ოდენობის ნივთები მოიპარეს.