"უნდა ვაღიარო, რომ წვევამდელებს არ უხარიათ ჩვენთან სამსახური, მაგრამ ჩვენ თუ წვევამდელის რეჟიმზე დავრჩებით რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ჩვენთან ჯარში სამსახური უხაროდეთ, ეს დიდი პრობლემა და გამოწვევაა და მე მზად ვარ, რომ ამაზე ჩემს კოლეგებთან და ახალ თავდაცვის მინისტრთან ერთად ვიმუშაო. "- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
თეა წულუკიანის თქმით, უწყება გეგმავს, რომ პენიტენციურ სამსახურში წვევამდელების სისტემა საკონტრაქტო სამსახურით ჩაანაცვლოს.
“ჩვენი მიზანია, რომ გადავიდეთ ან სრულად ან ეტაპობრივად საკონსტრაქტო სამსახურზე. თუ თქვენი მხარდაჭერა იქნება გაისად მთლიანად გადავალთ საკონტრაქტო სამსახურზე ან ორ დაწესებულებაში მაინც, თუ საპილოტეში არ ჩავსვამთ საკონტრაქტო სამსახურს ჩვენ გვიცავს 1 500 წვევამდელის ნაცვლად 411, რომლებსაც, ასევე, მივესალმები. მათ არ უხარიათ ჩვენთან სამსახური, უნდა ვაღიარო და ჩვენ თუ წვევამდელის რეჟიმზე დავრჩებით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალგაზრდებს ჩვენთან ჯარში სამსახური უხაროდეთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.