რუსთავში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
საკუთარი ეზოების მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული მზრუნველობისთვის, რუსთაველებს ეზოებში დასადგამი სკამები გადაეცემათ. პროცესი უკვე დაწყებულია. რუსთავსერვის ცენტრის ინფორმაციით, საერთო ჯამში ქალაქის მასშტაბით, 200 სკამი დარიგდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე ეცნობა რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გოროზია.