რუსთავის სკოლების რეაბილიტაცია

2019-09-03 15:48:33

რუსთავში, სკოლების რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს, 1 მლნ. ნახევარი ლარი გამოიყო - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურა ტაბაღუამ განუცხადა

მისივე თქმით, 2019 წელს, მუნიციპალიტეტებს, პირველად გადაეცათ უფლებამოსილება, რომ სკოლებში ინფრასრუქტურული პროექტი განახორციელონ.

როგორც საინფორმაციო სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, სკოლებში შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, სკოლებთან და რესურს ცენტრთან შეთანხმებით, განისაზღვრა და რუსთავის 21 სკოლაში, 26 ხელშეკრულება გაფორმდა.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას ზურა ტაბაღუამ განაცხადა, რომ: - "სკოლებში, ძირითადი მოთხოვნაა, სველი წერტილების მოწესრიგება, დერეფნებისა და საკლასო ოთახების რეაბილიტაცია, ასევე სკოლის გარე პერიმეტრის შემოღობვა, გარე და შიდა სპორტული მოედნის მოწყობა"

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები, ყველა სკოლაში, 15 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

"სამსახური აქტიურად ადევნებს თვალს მიმდინარე სამუშაოებს. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს დასრულებას საფრთე შეექმნება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება იქნება გამოყენებული" - განაცხადა ზურა ტაბაღუამ.