2019-09-04 13:41:40
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე დღეს, 4 სექტემბერს სიჩქარის კონტროლის 4 ახალი სექცია ამოქმედდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე, დასახლებულ პუნქტში ნებადართული სიჩქარე 70კმ/სთ , ხოლო დაუსახლებელ პუნქტში 90 კმ/სთ იქნება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის წესების უზრუნველყოფის მიზნით, საქართვველოს საავტომობილო გზებზე "ჭკვიანი" ვიდეოკამერების მონტაჟს განაგრძობს.